LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანას მიესალმება

20180621181851

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანის ინიციატივას მიესალმება.

კალაძემ ევროპული ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, რომლებმაც, მისი თქმით, ამ პრობლემაზე მუშაობა დაიწყეს.

„მე მივესალმები ამას. მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე. მაგალითად, საფრანგეთმა უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც, თუ არ ვცდები, მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g