თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოს დაესწრნენ. მერმა ჯამლეტ ხუხაშვილს 75 წლის იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
“ბატონი ჯამლეტი საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარებაში. ასევე, მინდა, გამოვხატო მადლიერება იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც ბატონმა ჯამლეტმა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებული ურთიერთობის განმტკიცებაში შეიტანა”, – განაცხადა კალაძემ.