LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „დედაქალაქში, სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს“

146
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადებით, დედაქალაქში, სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები – კერძოდ, დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც აქამდე N301, N302, N308-სა და N314 მარშრუტებზე მოძრაობდნენ.

ასევე ნახეთ

დედაქალაქს 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე ემსახურება, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა

პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გასტანს. პირველ ეტაპზე ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე:

N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე;

N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი;

N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე;

ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე – 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე – 9 წუთი.

გამოთავისუფლებული ავტობუსები სწორედ იმ მარშრუტებზე გადანაწილდებიან, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა“. – განაცხადა კახა კალაძემ.

18-მეტრიანი ავტობუსებით 314 მარშრუტის მგზავრებიც ისარგებლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g