LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს შეხვდა

294
Capture

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ეკო სერვისის“ თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები” – კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს

“ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი”, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g