LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე

116
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გულშემატკივრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეპატიჟება. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! ხვალ, 10 სექტემბერს, გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის საჯარო ჩვენებას გამართავს. 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ტირანაში, საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება“, – წერს კალაძე.

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები