LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე: „ეს იყო ღირსეული ნაბიჯი… ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი“

145
კახა კალაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას და „ქართული ოცნების“ მიერ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას, თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ღირსეული ნაბიჯი იყო და არავის მიეცემა საშუალება, საქართველო სხვადასხვა მიზეზებით და მიზნებით აშანტაჟოს.

„გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მოღალატე ოპოზიციონერების დაჟინებული მოთხოვნით მიიღო, არის უსამართლო და ლახავს ყველანაირ ღირსებას და ეროვნულ ინტერესს..“ – ნინო წილოსანი

„ეს არის ღირსეული ნაბიჯი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე.

ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზით და მიზნებით აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ბრიუსელი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს…

ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. საქართველო ბევრჯერ გამოიცადა, რომ არის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. ამის მაგალითისთვის კონკრეტული პროექტები არსებობს, მაგრამ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რა განცხადებებიც კეთდება, ეს ყველაფერს – მეგობრობასაც და პარტნიორობასაც აცდენილია. ეს პირდაპირ უსამართლობაა“, – თქვა კახა კალაძემ.

„საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“ – ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების” მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე საუბრობს

შეგახსენებთ,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ასამბლეა აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ პროგრესი იქნება მიღწეული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, შეწყდება პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

magti 5g