LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის

186
კახა კალაძე

გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ბირთვი გადანაწილდა და „ხმები გვარამიამ, ხაზარაძემ და გახარიამ გაიყვეს“, შესაბამისად, უცხოელ პატრონებს აქვთ მცდელობა, 2028 წლის არჩევნებისთვის სამი ახალი პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელ და ახალ ძალად წარმოაჩინონ.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ის ძირითადი ბირთვი გადანაწილდა გვარამია, შემდეგ ხაზარაძე, შემდეგ გახარია – გაყვეს ეს ხმები, ანუ მცდელობა აქვთ იმისა, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კი მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არის ახალი პარტიები – გვარამია არის, ხაზარაძე არის, გახარია არის. მაგრამ, თუ გავყვებით ინდივიდუალურად, ვნახავთ რომ ყველას შესაბამისი ფუნქცია ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

როდესაც ჩვენ ვაფასებთ მტერს, მნიშვნელოვანია, სწორი ანალიზი გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რაც გააკეთეს ამ ოპოზიციით და რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის. მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ არჩევნებზე არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მცდელობა იყო, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ რომ კი, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არის ახალი პარტიები- გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია, მაგრამ ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ რომ გავყვეთ, ვინ არიან ამ პარტიის წევრები? – იმ ბოროტების მანქანის დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, გვარამიას, ხაზარაძეს, მელიას – ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. აი, ამ მოცემულობის წინაშე ვართ დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g