LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „გავაკეთე ჩემი არჩევანი: „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“ – ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება“

113
კახა კალაძე

საარჩევნო უბანზე თბილისის მერი, მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მივიდა.

მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.

„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო მნიშვნელობის პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g