LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – „გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად – რეალურად, არაფერი ხდება, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება“

156
კახა კალაძე გვარამიაზე

გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად – რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება“ – ნიკა გვარამია

„ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით, რათა კოორდინირებული იყოს ეს ქმედებები და მაქსიმალურად ეფექტიანი”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

„გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად. რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, პარლამენტიც დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას, მთავრობაც დამტკიცდება. ოპოზიციაც შევა პარლამენტში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ცხოვრება და მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საიას, „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილ სარჩელებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ამის აღიარება არ სურს.

ცესკო-ს კომისიამ საიას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

„უსუსურია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია. არანაირი კონკრეტიკა, არგუმენტი არ არსებობს. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, თავიანთი მხარდამჭერები აცხოვრონ ტყუილში. ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდნენ და ამის დაჯერება არ უნდათ. თავს იმაგრებენ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. წარმოუდგენელია – ერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვისმენთ სულელურ განცხადებებს, რომლებიც სიცრუითაა გაჯერებული და არანაირი კონკრეტიკა, ფაქტი არ აქვთ“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე: „თუ ფარულობა დარღვეული იყო, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g