LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – გვინდა, რომ აშშ-სთან, ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან

121
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საზოგადოებამ კარგად გაიგო, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა.

გურამ მაჭარაშვილი: ანტიამერიკული აღარ არის აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! – ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?!

„არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ მივესალმებით ურთიერთობების დარეგულირებას. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიცავდით ჩვენს ინტერესს, ქვეყანას და არავის ვაძლევდით საშუალებას, საქართველო გამოეყენებინათ თავიანთი ზრახვებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს სამი წელი. გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა – იყო პირდაპირი მუქარები, შანტაჟი, რომელიც ახლაც გრძელდება, თუმცა ხალხთან ერთად დავდექით ძალიან მტკიცედ, გამოვიჩინეთ პრინციპულობა, საზოგადოებას ავუხსენით რეალობა, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რა ძალები ებრძოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ადგილობრივი აგენტურის ჩართულობით. ხალხმა გაიგო ყველაფერი, მხარი დაგვიჭირა და ერთად შევძელით, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურება აგვერიდებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი იმედოვნებს, რომ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება და ეს ყველაფერი საქართველოზე დადებითად აისახება.

„აშშ-ის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხება და გვინდა, რომ ეს ყველაფერი აისახოს საქართველოზე, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით, ქმედებებით, ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი, თუნდაც სტრატეგიული ურთიერთობები, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g