LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს…“ – მერიის ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა

249
კახა კალაძე

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა.

ვიდეო: დილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერები ისმის – რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.

სავარაუდო კიბერშეტევაზე დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს:

„ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები არის „საქართველოს ბანკის“. სავარაუდოდ, არის კიბერშეტევა. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ რამდენიმე კომპანია ემსახურება: შპს „აზრი“, შპს „პლუსი“. კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გამოძიება კიბერშეტევაზე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა კალაძემ.

„სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება“ – თბილისის მერია

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა „ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g