LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე კითხვაზე: რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში – „რა თქმა უნდა, არ ვენდობი, რატომ უნდა შევინახო? – ნახეთ, ივანიშვილს რა უქნეს, ადამიანი გაძარცვეს! რატომ უნდა ვენდო?!“

131
კახა კალაძე

„[უცხოურ ბანკებს] რა თქმა უნდა, არ ვენდობი – რატომ უნდა შევინახო? ნახეთ, ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს – ადამიანი გაძარცვეს! ვერ წარმომიდგენია და რატომ უნდა ვენდო?!“ – ამ განცხადებით თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში.

კალაძემ ჟურნალისტებს საპასუხოდ მიმართა, რომ მის ფინანსებზე არ ინერვიულონ.

„ჩემზე არ ინერვიულოთ! მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?!

ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა – დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

კალაძე სანქციებზე: „ჩემს ფინანსებსა და თანხებზე არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ“

„ხომ გვითხრეს, 60 ადამიანი სანქცირებული ხართო. პირადად არ უთქვამთ, არ ვიცი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“.

სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ – არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“.- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე – „აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად – ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები