LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – კომპანია, რომელიც ნარიყალას ფერდობზე სამუშაოებს აწარმოებს, დაჯარიმდა

106

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ნარიყალას ფერდობზე სამუშაოებს აწარმოებს, დაჯარიმდა.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თითქოს არქეოლოგიური კვლევის წარმოების მიზნით. მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი ორგანოები, ასევე კულტურის სამინისტრო, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდება.

”მინდა, გამოვეხმაურო ნარიყალას ფერდობზე დაწყებულ სამუშაოებს, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ ფაქტმა, რასაკვირველია, გამოიწვია, როგორც მოსახლეობის, ისე თბილისის მერიის უკმაყოფილება. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თითქოს არქეოლოგიური კვლევის წარმოების მიზნით. მათ ამის დამადასტურებელი არანაირი ნებართვა არ ჰქონდათ. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა კომპანია, თუმცა ვფიქრობ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი ორგანოები, ასევე კულტურის სამინისტრო, დაინტერესდება აღნიშნული ფაქტით. თუ გამოიკვეთება დანაშაული, აუცილებლად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქალაქის უმნიშვნელოვანეს ადგილს და ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g