„ტვ პირველი“, რადიკალები, ვითომ ოპოზიცია, პირველ რიგში, არაფრის მაქნისები ხართ, სპეკულანტები, სულ სპეკულირებთ – წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, მარტო: „ბლა“, „ბლა, „ბლა“ – ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია!“ – ამ განცხადებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს მიმართა.
აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია მას კორუფციაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ „კახა კალაძემ „მწვანე შუქი“ აუნთო მეგობარს ილია წულაიას, რომელიც ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის ნაცვლად, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპირებს“:
„პირადად თქვენ ნუ მიიღებთ: ნახეთ, როგორ ბინძურები ხართ! სპეკულირებთ! თქვენ ყველა ერთი ხართ – „ტვ პირველი“, რადიკალები, ვითომ ოპოზიცია. პირველ რიგში, არაფრის მაქნისები ხართ, სპეკულანტები, სულ სპეკულირებთ. არასდროს საუბრობთ სიმართლეს. ყველა თქვენი გამოშვება თუ გადაცემა, სიცრუით არის გაჯერებული. წაგებული გაქვთ სასამართლო ჩემ წინააღმდეგ იმ სიბინძურეზე, რასაც ავრცელებთ.
რაც შეეხება კონკრეტულ თემას, აღნიშნული ტერიტორია წილოსანის საკუთრება იყო, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეათანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა და დამტკიცებული იყო საკრებულოში, წარმოდგენილი იყო კონკრეტული არეალის განვითარება. შემდეგ, კომპანიამ, რომელზეც საუბრობთ, აღნიშნული ტერიტორია შეიძინა და განაშენიანების გეგმა და პროექტი, რაც დამტკიცებული იყო, განვითარებას ახორციელებს. სად ნახეთ კორუფცია? რა არის ამაში ცუდი?!
ჩემს წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში დაკავებულები ხართ, რომ სიბინძურე გაავრცელოთ, ტყუილი, შეთითხნოთ განცხადება ბოროტებით, სიცრუით. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, ერთი ჩემ მიერ კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით?! მარტო: „ბლა“, „ბლა“, „ბლა“. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი.
ლევან ხაბეიშვილი: „ცინიზმის მწვერვალია, როცა „ოცნება“ ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს, კალაძეს წარადგენენ – ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს“
„ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე – ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან.“
ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია! არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას და ურთიერთობას, რომელიც ჩემს მიმართ აქვს ქვეყნის უმრავლესობას. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები.
იმის გამო, რომ ბავშვობის მეგობრები ვართ და ბავშვის ნათლიაა, უნდა დაანებოს თავის ბიზნესს?! უკანონო აქვს გაკეთებული?! ცოტა აზრი ხომ უნდა დაატანოთ, გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია?! ვერავინ ვერაფერს გაიგებს? სისულელეს ამბობთ და გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია? შეურაცხყოფას მაყენებთ და გინდათ პატივი გცეთ? არ არის ასე, დამოკიდებულება უნდა იყოს ორმხრივი.
როდესაც კითხვას სვამთ, სიტყვები შეარჩიეთ, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას. ილია წულაია არაფერ შუაში იყო, ეს იყო წილოსანის საკუთრება, დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, კონკრეტული პროექტი, შემდეგ ამ ადამიანმა გადაწყვიტა აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვა და იყიდა კონკრეტულმა კომპანიამ. რა არის ამაში დანაშაული?! კერძო პირისგან კერძო პირმა იყიდა ტერიტორია და ახორციელებს პროექტს.
აი „კახას მეგობარი“, „კახას ნათესავი“, ვინმემ ისარგებლა იმით, რომ ჩემი მეგობარია?! ან ჩემი ბავშვის ნათლიაა? ჩემი ოჯახის მეგობარია? მომიტანეთ ერთი ფაქტი ვინ ისარგებლა“. – აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა