ლიდერები, შემსრულებლები, წამქეზებლები და დამფინანსებლები, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი დიდი ხროვა, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა.
კახა კალაძის სიტყვებით, „უნდოდათ ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა“.
მისივე თქმით, „ბოროტება და ძალადობა ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“.
„რისთვისაც ემზადებოდნენ, პირდაპირს საუბრობდნენ ამას, უნდოდათ ხელისუფლების დამხობა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ძალიან ბევრი საინტერესო თემა იკვეთება ამ ქმედებებთან, განცხადებებთან დაკავშირებით.
დაველოდოთ, გამოძიება რას გვეტყვის და რა გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, – თქვა კახა კალაძემ.