LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება“

216
კახა კალაძე

ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილისი ენერჯის“ ქსელზე მომხდარი დაზიანების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.

„იყო ვარაუდი, რომ, შეიძლება, მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს, მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუკი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ „თბილისი ენერჯის“ განცხადება, რომ პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც მქონდა. ბუნებრივი აირის მომხმარებლის დონეზე გაშვება შესაბამისი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„თბილისი ენერჯი“ – „ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი ჩართულია 65%“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g