LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე მე-12 კლასელებს: „ბოლო ზარს გილოცავთ! ჩემო უმცროსო მეგობრებო, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია, მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს“

111
კახა კალაძე

19-20 მაისს, სკოლებში „ბოლო ზარი“ აღინიშნება.

საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საჯაროდ მიმართავს თბილისის მერი, კახა კალაძე და ახალგაზრდებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო!

ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია – შრომით, სწავლით, მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობით, განვითარების სურვილით აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზნებს, რაც დასახული გაქვთ.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, რაც არა მხოლოდ თქვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, – წერია კახა კალაძის მიმართვაში.

ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია- შრომით,…

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on სამშაბათი, 20 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g