LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის, თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული პიარ კამპანიით, თითქოს დღეში 10-ჯერ კვდებოდა, ამის მიზანი სასჯელისგან მისი გათავისუფლება იყო

212
fot

დღეში 10-ჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაზედაც უწევს პასუხისგება.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის საქართველოში, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული იმ პიარ კამპანიით, რაც ამ თვეების განმავლობაში ხდებოდა, დღეში 10-ჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან, მაგრამ ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც უწევს პასუხისგება და არ ჭამის გამო ციხიდან ადამიანები ვერ გათავისუფლდებიან. მე არავის ცუდად ყოფნა არ გამიხარდება, ვინც არ უნდა იყოს მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში, მთავარია მისმა ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ უნდა იზრუნოს ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე, შესაბამისი კალორაჟით და საკვებით, რომ ის იყოს ჯანმრთელი.

ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განურჩევლად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ-ვინ იყო, ვის რა აქვს გაკეთებული, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ადამიანის უფლების დაცვა, შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა კალაძემ.

44 ევროდეპუტატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g