თბილისის მერი კახი კალაძე განმარტებას აკეთებს, თუ როდის და რატომ აქებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და შემდგომ რის გამო დაიწყო მისი გაკრიტიკება.
„რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვაქებდი, როდესაც ამის საჭიროება იყო და როდესაც შესაქები იყო. თუმცა, იმავდროულად არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ ვსაუბრობდი იმ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე და იმ ცუდ რაღაცებზე, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში და ამიტომ არ იყო კახი კალაძე მათთვის მისაღები“, – განაცხადა კახა კალაძემ.