LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან დეპუტატებზე, სადარბაზოებში მოხატვა, „ტიკტოკებიც“ არის ჩაწერილი- ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ყველამ უნდა შევძლოთ მისი დაგმობა“

153
კახა კალაძე

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ასევე ოჯახებში მივარდნა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

დასმულ კითხვაზე, ახალისებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას იმით, რომ ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები და დაკავებულები დღემდე არ არიან, კახა კალაძე უპასუხა, რომ ასევე მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტის დეპუტატების მიმართ ფიქსირდება.

დავით ქაცარავას მეუღლე: „აუცილებლად ვიბრძოლებთ, ეს არ არის ჩვეულებრივი ძალის გადამეტება – მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგამდე მივიდეს“

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე; სადარბაზოებში შესვლა და მოხატვა საცხოვრებელი ბინების კედლების. „ტიკტოკებიც“ არის ჩაწერილი.

ვიდეო: „დამინახა, დამისიგნალა და მოღალატე დამიძახა… ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ – ნინო წილოსანი ადევნებაზე საუბრობს

„ადამიანმა, რომელმაც ჩემს მიმართ დანაშაული – ადევნება ჩაიდინა, საქმე ჩემს მიერ დაწერილი პოსტის შემდეგ ძალიან გააიოლა და პრაქტიკულად თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აზიარებს.

ზოგადად, ცუდია ეს დამოკიდებულება და ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისაც მართლა გვაქვს სურვილი, შევამციროთ ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური, რადგან ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ეს ძალიან ცუდია. ყველამ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის დაგმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მიზანმიმართულად აყენებენ შეურაცხყოფას მმართველი გუნდის წევრებსაც.

„ზარი შევიდა ჩემ დასთან, დაემუქრნენ – „შენი და არ იქცევა სწორად და „მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო – სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს ჩემი შვილი ქუჩაში“ – დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ ადამიანებს თავიანთი ხელწერა არ შეუცვლიათ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იმავეს აკეთებდნენ უფრო მძიმე ფორმებით, პირდაპირ კლავდნენ და აუბედურებდნენ. დღეს მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ ბულინგით, სიტყვიერი შეურაცხყოფით.

თუ ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, იცით, რა სიტყვებით ამკობენ მას. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ყოველთვის ასე იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ამით გამოირჩეოდნენ – სადიზმით, სიბოროტით. თუკი რაიმე უბედურება და სიბოროტე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ასეთი დამოკიდებულება და ქმედებები ყოველთვის დამარცხდება.

„ჩემს შვილს ახლახან დაურეკეს – „იცი, რომ დედა მოღალატე გყავსო?“ გაეშვით შვილს… უფრსკულისკენ მიექანებით“ – თამარ ბელქანიას თქმით, მის 12 წლის შვილს უცხო ნომრებიდან ურეკავენ

„ცდილობენ საზოგადოების წევრებს შეურაცხყოფა მიაყენონ, დააბულინგონ, დაჩაგრონ. დააკვირდით, განსხვავებული აზრის მქონე, ნებისმიერი სფერო შეიძლება ავიღოთ, სპორტსმენები, ხელოვანები, ბიზნესმენები. საოცრება ხდება.

ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს ადამიანები არიან ფაშისტები, რადიკალები და მერწმუნეთ, რომ ეს დამოკიდებულება და ამ ადამიანების ქმედება ყოველთვის იქნება დამარცხებული“. – განაცხადა კახა კალაძემ.

ელისო ბოლქვაძე: „იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს პარიზის აეროპორტში ისტერიკები გამართოთ, გეტყვით, რომ უსახურები და საცოდავები ხართ, მონები და უსამშობლოები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g