„ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული და პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს.
„საახალწლო თემას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მოგაწვდით უკვე ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება ნაძვის ხის ანთება. მას ძალიან ბევრი პატარა ელოდება.
კალაძე: „კახა ალადაშვილი საერთოდ სად თამაშობდა? ალბათ, როცა უნდა ეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო“
მე, ასევე, ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე – რას აცხადებენ მერიაში
„როგორც კი პასუხი გვექნება ნაძვის ხის ანთებასა და საახალწლო სოფლის გახსნის შესახებ, მაშინვე დავაანონსებთ“
თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“. – განაცხადა კახა კალაძემ.