LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ოპოზიციას: „კარგ გამოსავალს გეტყვით: ემანუელ მაკრონი ჩამოიყვანეთ და კენჭი აყრევინეთ, მაგალითად, თბილისის მერობაზე, არჩევნებში მონაწილეობასაც „გააპრავებთ“, იქნებ რამე გეშველოთ“

107
კახა კალაძე

ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი უძღვება და არა ვინმე გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰქონიათ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიერ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებისთვის გაგზავნილ მიმართვას.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ „ვაიმარის სამკუთხედს“: „აუცილებელია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, გეგმა კრიზისის დასაძლევად – ასევე, ქართველი ხალხი სანქციების გამკაცრებას მოელის“

მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს იმ საკითხებით მიმართა, რომლებიც „დღესვე პარტნიორებისა ყურადღებასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოითხოვს საქართველოს მიმართ“

კალაძის განმარტებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, „რასაც მათი პატრონები გარედან ეტყვიან, იმას აკეთებენ“.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი უძღვება და არა ვინმე გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰქონიათ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები [„წინააღმდეგობის პლატფორმის“ წარმომადგენლები] არ ეკუთვნიან თავიანთ თავს, არ ეკუთვნიან საქართველოს, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვეულებრივი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან, მათ აქვთ გარკვეული მისია და ერთი რამ ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს.

შესაბამისად, ის ქმედებები, რასაც ჩვენ ამ უსამშობლო რადიკალების მხრიდან ბოლო თვეების, წლების განმავლობაში ვხედავთ, რა თქმა უნდა, გარედან მართული პროცესებია. თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, ეტყვიან – რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ – ყველაფერი გარედან იმართება“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მიმდინარე პროცესში, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს, კალაძე ამბობს, რომ „ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და არა დამოკიდებულები“.

„მე გეტყვით უფრო კარგ გამოსავალს, შეიძლება რაღაცნაირად დაგეხმაროთ: ემანუელ მაკრონი ჩამოიყვანეთ და კენჭი აყრევინეთ. მაგალითად: თბილისის მერობის არჩევნებზე. ემანუელ მაკრონი თვითმმართველობის არჩევნებში ჩამოიყვანეთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც „გააპრავებთ“ და ემანუელ მაკრონი კანდიდატურად დააყენეთ, იქნებ რამე გეშველოთ, მაგრამ ეგეც არ გიშველით, ისეთ მდგომარეობაში ხართ!

ერთი რამ კარგად უნდა გაიგოთ, ურთიერთობების დალაგება არ ნიშნავს, ვინმეს დაემონო. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კარგი იქნება, თუ ამას გაიაზრებთ, რომ საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიღაცა დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო, ამ ყველაფრისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს იმისთვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და არა დამოკიდებულები. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. ნუ, გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ თუ ვიღაც ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა, ეს სწორი არ არის“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს იმ საკითხებით მიმართა, რომლებიც „დღესვე პარტნიორებისა ყურადღებასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოითხოვს საქართველოს მიმართ“.

მისივე განცხადებით, მათ მიმართვაში გაიმეორეს „ორი ურყევი მოთხოვნა – პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g