LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ოქტომბერში მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს, შეცდომების უფლება არ გვაქვს“

146
კახა კალაძე

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს სწორ არჩევანს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან „პირველ არხს“ განუცხადა, არც ხელისუფლებას და არც მოსახლეობას დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს.

„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე

„კეზერაშვილმა გაქურდა ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ბიუჯეტი, ამით გამდიდრდა. ხომ ვიცით კეზერაშვილის წარსული, ვინ იყო და რა იყო.

ამ ნაქურდალს დაამატა ევროპაში პენსიონერების გაქურდვა და დღეს აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი ვის დააფინანსებს, დაპირისპირება ექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ არ ექნება, ეს პარტიები გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან.

ხალხმა უკვე კარგად იცის, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები თავიანთი წარსულით, აწმყოთი, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს სწორ არჩევანს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადიკალურ დაჯგუფებებს არ მისცენ შესაძლებლობა, ქვეყანა კიდევ წლებით დახიონ უკან.

მიხეილ დაუშვილი: „ივანიშვილის გამოსვლა იყო უგერგილო მცდელობა, საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით – რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს რატომ ელოდებიან?“

დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეული შეცდომები დავუშვათ ან არასწორი ნაბიჯები გადავდგათ. მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან, სანქციებთან დაკავშირებით მოგვიწოდებდნენ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და, მაგალითად, მივერთებოდით სანქციებს, ქვეყანაში გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ამით ვის დავაზიანებდით?

ხომ ისევ ჩვენ ქვეყანას დავაზიანებდით. დღეს არ გვაქვს უფლება, დავუშვათ შეცდომები, ეს ეხება როგორც ქვეყნის ხელისუფალს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“. – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები