LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ სპეკულაციები, თითქოს ჩეხეთთან მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს – ასეთ პოლიტიკოსებს ყველა მოაზროვნე ადამიანი შესაბამის პასუხს გასცემს“

153
კახა კალაძე

„პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ სპეკულაციები, თითქოს საქართველო-ჩეხეთის მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს და უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე შესაძლებელი იქნება მატჩის ყურება.

ვიდეო: რატომ ვერ გაიმართება 7 სექტემბრის საქართველო – ჩეხეთის მატჩი „დინამო არენაზე“ – ლევან კობიაშვილის განმარტება

„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, თითქოს მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე სრულიად უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. არ შევალ დეტალებში, არ გავაკეთებ განცხადებას ამ სპეკულაციებზე. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა შესაბამისი განცხადებით და მეტს ვერაფერს დავამატებ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის, ამიტომ ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს.

ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა გაცნობოთ, რომ 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, იქნება დიდი ეკრანი და ყველა პირობა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს ემოციების გაზიარება და საქართველოს ნაკრების ქომაგობა“, – აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.

„არ მოსულა, რომ არნახული ინტერესის ფონზე, მასპინძელ სტადიონად 27 ათასიანი მიხეილ მესხი გამოაცხადო… არ მოსულა, რომ ხალხს ფეხბურთი მოჰპარო მაშინ, როცა ამ გაუბედურებულ ქვეყანას ლამის ერთადერთ სიხარულად სწორედ ფეხბურთი შერჩა“ – სპორტის ჟურნალისტი, ნიკოლოზ ტაბატაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები