LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით: „რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ – ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა“

197
კალაძე - სალომე ზურაბიშვილი

რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ – ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

კალაძის თქმით, აღნიშნული „ჩვეულებრივი სისულელეა და არანაირი აზრი არ აქვს“.

„ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი აზრი არ აქვს. ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა, რასაც დღევანდელი მოცემულობით ვხედავთ. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და იყო მრავალპარტიული. ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ, მაგრამ არ აწარმოეს და არ ვიცი რატომ, გაუგებარია ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა. ასევე, ვნახეთ მისი შუალედური დასკვნაც, სადაც ყველაფერი ნათქვამი იყო. ის, რაზეც ახლა საუბარია, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, უნდა, რომ კიდევ უფრო დაამძიმოს, გააფუჭოს სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ. იცით, რომ მას მგონი, ერთი პარასკევიც არ აქვს დარჩენილი. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის. რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ. ეს არის სამწუხარო მოცემულობა და მათი მდგომარეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა – ამისთვის დღეს ჩვენ დავსახეთ „შეტევის სტრატეგია“

„ოცნების“ დეპუტატი: „ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლები არ შემოერღვეთ – აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! – ერთ პარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის შესაბამისად იმოქმედოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g