LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „რა ოპოზიცია, რა გამარჯვება, ვინ უნდა გაიმარჯვოს? მკვდრები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ, ვინ სად უნდა გაიმარჯვოს? სირცხვილია“

163
კახა კალაძე

„რა ოპოზიცია, რა გამარჯვება, ვინ უნდა გაიმარჯვოს? მკვდრები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ, ვინ სად უნდა გაიმარჯვოს? სირცხვილია“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ამნისტიას, 4 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

კახა კალაძის სიტყვებით, „ისინი რეალობას არიან აცდენილები“.

„რეალობას ხართ აცდენილი, ამ ქვეყნად არ ხართ. ვინ უნდა გაიმარჯვოთ, ვინ უნდა გაათავისუფლოთ, გაუბედურებულები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ. არანაირი რესურსი არ გაგაჩნიათ, არც პოლიტიკური, არც ადამიანური, შინაარსისგან დაცლილები ხართ. საერთოდ რაზე საუბრობთ? დაბრუნდით დედამიწაზე, არ ხართ ამქვეყნად“, – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა გამოვიდა. მისი განცხადებით, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, გათავისუფლდებიან როგორც აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანები, ისე მსუბუქი მუხლებით გასამართლებული მოქალაქეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g