LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე… რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას, პროფესია არაფერ შუაშია, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“

249
გიორგი ჩახუნაშვილი

„როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საპროტესტო აქციებსა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა აკადემიკოსის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას და თქვა, რომ „პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.

ამირან გამყრელიძე: „ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს… ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება“

„რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული ხელისუფლების დამხობისა, რაზეც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია აგორებული. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადგილობრივი ელჩები. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნის გარედან იმართება, ფინანსდება, მათ ჰყავთ პატრონები, ისინი აძლევენ მითითებებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა ეს დანაშაული და არავის მისცა საშუალება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ყველა დამნაშავეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ ვისაუბრე. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, აკადემიკოსი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი წუხელ, ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს. არსებული ცნობით, გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზეა დაკავებული.

ადვოკატი: „ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი, მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g