LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: რატომ უნდა შევხვდეთ მიხაელ როთს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?

151
კალაძე მიხაელ როთზე

მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა მიხაელ როთი და არც ინტერესი მაქვს, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული და ყოველდღე მოსახლეობას ვხვდებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

„დილა მშვიდობისა, თბილისი!“ – მიხაილ როთი საქართველოშია

თბილისში გამომგზავრებამდე მან საქართველოს შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გაუგებარია, რატომ უნდა შეხვდეს ადამიანს, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.

„ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა ვესაუბროთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული? ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი ვალდებულია, რეალობას გაუსწოროს თვალი. თეთრზე თეთრი თქვან და შავზე – შავი. მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, არც ინტერესი მაქვს, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ხალხთან. ჩემთვის, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g