LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „როცა მართალი ხარ, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ – კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი!“

139
კახა კალაძე

როდესაც შენ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიის მიწვევაზე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როცა შენ ხარ მართალი, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი! – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული პოლიტიკოსების არ მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი და ამიტომ არ მიდიან სხდომაზე.

ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა

„ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.“

„როდესაც შენ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიის მიწვევაზე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. კანონში გაწერილია ყველაფერი თუ რა ხდება შემდეგ და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რატომ არ მიდიან ეს ადამიანები? იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. როცა შენ ხარ მართალი, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ. ამ ადამიანების მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც არ არსებობს პასუხები თავიანთი განვლილი ქმედებებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც ჩააყენეს ქვეყანა, ამიტომ გაურბიან კითხვებს, გამოძიებას. არ მისვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე: „როცა მათ მიმართ კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის“

როგორც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რიგი პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ. არგამოცხადების გამო კომისიამ მათ ნაწილთან დაკავშირებით პროკურატურას უკვე მიმართა. ნაწილზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g