„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და საქართველო თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები – ეს „ჰელსინკის კომისიის“ საქმე არ არის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, „ჰელსინკის კომისიის“ წევრების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა:
„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და საქართველო თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები, რა ტიპის ურთიერთობები [ჰქონდეს] და ასევე, რა სავაჭრო ურთიერთობები [ჰქონდეს]. ეს „ჰელსინკის კომისიის“ საქმე არ არის, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ვისთან გვქონდეს – რა ურთიერთობები“, – განაცხადა კალაძემ.
გორდულაძე: „მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც „დიფ სთეითი“ ჰქვიათ – როგორც ჩანს, ზურაბიშვილისთვისაც „მერე რა“ არის ქართველების სიკვდილი“
„ადამიანებს ქართული გვარები რომ აქვთ და რეალურად აგენტურას წარმოადგენენ, მათ ხელს უწყობენ. პირდაპირ ხელშემწყობები კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათთან აფილირებული არასამთავროები არიან“
ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი ქართველი ხალხი და მათი ინტერესებია:
„ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი, სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მერე არის სხვა ყველაფერი დანარჩენი – სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები.
რა არის ამაში გაუგებარი?
ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ვართ მოლოდინის რეჟიმში. გულწრფელად ვიტყვი, იმ პოლიტიკის გამო, იმ მხილების გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ამ პატარა ქვეყანამ დაიწყო და მთელ მსოფლიოს დაანახა, რა არის „დიფ სთეითი“, ვინ არის „დიფ სთეითი“… სამი წლის წინ, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, თქვენ მაშინ ქილიკობდით, არ გჯეროდათ.
როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, პირდაპირ ამაზე საუბრობდა, ის პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რომ „დიფ სთეითი“ დაამარცხოს, ჩვენ ამაში ვგულშემატკივრობთ, რომ მან მოახერხოს და შეძლოს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც მარტივი არ იქნება…
„ჩვენი ხელისუფლება გადატვირთვის პოლიტიკისთვის მზად არის – იმედი გვაქვს, მალე დავუბრუნდებით ჯანსაღი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნიშნულს“ – გიორგი სოსიაშვილი
სოსიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
ეს არის მოცემულობა, რომ ტრამპი „დიფ სთეითს“ ებრძვის, ეს მარტო ჩვენი მოგონილი ხომ არ არის?! ჩვენ ამაზე ცოტა ადრე, სამი წლით ადრე „დიფ სთეითზე“ ვსაუბრობდით, მაშინ როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, თქვენ დაგვცინოდით. ტრამპი, როდესაც პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“, არსებობს ჩრდილოვანი ძალა, ვინც მსოფლიოს მართავს. თურმე ეს ყველაფერი გაირკვა. ტრამპის მთავარი ამოცანა რა იყო და რა არის მთავარი მიზანი? რომელმაც ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მისი პრიორიტეტებია – უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. პროცესებს დაველოდოთ!
„ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს. ჩვენთვის მთავარი რა არის? ჩვენ საიდან ამოვდივართ? – ჩვენ ამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – არც ამერიკაა და არც ევროპაა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო, ხალხი და ქვეყანა“, – აღნიშნა კალაძემ.