LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობდეს? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ“

157
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ.

როგორც კახა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, არ შეიძლება, რომ „4%-იანი პარტია ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობდეს:

„როგორ შეიძლება, რომ 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ. ხალხთან შესახვედრად ვერ მიდიან, რადგან იციან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის“, – თქვა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს“ – კახა კალაძე „გორბის“ კვლევაზე

მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ შედარება 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობასთან“ არ შეიძლება:

„ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ „ქართულ ოცნებას“? თქვენ კი გინდათ, რაღაცები შეადაროთ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. 2024 წელია, ქვეყანა განვითარდა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ქვეყანაში დემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. როგორ შეიძლება, შეადარო 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“?

რას შვრებოდნენ მაშინ? ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ამას ვამბობ სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი, სულში აფურთხებდნენ ადამიანებს, ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ციხეებში რას აკეთებდნენ.

როგორ შეიძლება, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ის ბოროტმოქმედები დღევანდელ ხელისუფლებას შეადარო? ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი ქმედება, 2008 წელს რუსული ჯარი შემოიყვანეს და ტერიტორიები ჩააბარეს. ამ ყველაფერზე მათ პასუხისგება

როგორ შეიძლება, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ის ბოროტმოქმედები დღევანდელ ხელისუფლებას შეადარო? ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი ქმედება, 2008 წელს რუსული ჯარი შემოიყვანეს და ტერიტორიები ჩააბარეს. ამ ყველაფერზე მათ პასუხისგება მოუწევთ. აუცილებლად უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, თუ რა მოხდა რეალურად“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g