LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახა კალაძე, რომელიც „რვა სულ ქურდზე“ აღტყინებით საუბრობდა, ვინმეს კრიმინალურ წარსულზე რომ გვესაუბრება, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება“ – ირაკლი ნადირაძე

424
Untitled design (29)

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ეძგვერაძეს 2020 წლის არჩევნებში გლდანში „ქართული ოცნების“ დამარცხებაში შეტანილი წვლილი არ აპატია.  – ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ ნიუსრუმში“ ისაუბრა.

ირაკლი ნადირაძე სწორედ ამით ხსნის დედაქალაქის მერის მიერ ირაკლი ეძგვერაძის წარსულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

კახა კალაძე – “ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ

კერძოდ კალაძე ამბობს, რომ „ის, რაც მოხდა, უკავშირდება ეძგვერაძეს და მის წარსულს. მე არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე და რას წარმოადგენს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, შემდეგ არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში“.

ნადირაძის თქმით, ამ განცხადების გამო, კალაძე სასაცილოდ გამოიყურება.

„კახა კალაძე სხვას ვერაფერს და არაფერს იტყვის, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება – „რვა სულ ქურდზე“ რომ აღტყინებით, აღტაცებით საუბრობდა – ეს კახა კალაძე რომ გვესაუბრება ჩვენ ვინმეს კრიმინალურ წარსულზე, ძალიან სასაცილოა.

კახა კალაძემ შემთხვევით არ ახსენა არჩევნები – კალაძის მეგობარი, ძმაკაცი, უახლოესი ადამიანი, კობიაშვილი დამარცხდა 2020 წლის არჩევნებში და ამ გამარჯვებაში და „ქართული ოცნების“ დამარცხებაში ირაკლი ეძგვერაძემ, კახა ალადაშვილმა მიიღეს უდიდესი მონაწილეობა და მათ გადაწყვიტეს, ფაქტობრივად, გლდანის არჩევნების ბედი.

ეს ვერ მოინელა კახა კალაძემ და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ცდილობს ეს ადამიანი, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა აირიდოს, თქვას, რომ ეს არ იყო ჯგუფური, ორგანიზებული თავდასხმა და პოლიტიკური ანგარიშსწორება და რაღაცები ქექოს წარსულში.

რომ არა სუსი, რომ არა პოლიცია, რომ არა „ქართული ოცნება“, ვერ გაბედავდნენ ეს ადამიანები ასე დემონსტრაციულად, დღისით, მზისით, სადაც უამრავი ბავშვი, და ქალი იყო, ასე მისულიყვნენ და სასიკვდილოდ გაემეტებინათ ადამიანი“, – განაცხადა „ნიუსრუმში“ ირაკლი ნადირაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები