„რაც აქვს მისჯილი, მოუწევს მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიდინა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა.
მიხეილ სააკაშვილი: „მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც – საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!“
მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რითაც უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით […]
„საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. იცით, რომ ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს. ეს ცხადია იყო საზღვრის უკანონო კვეთა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება და სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით. რაც აქვს მისჯილი, მოუწევს მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიდინა.
[საზღვრის კვეთა] ცხადია, მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებული ნამდვილად არ არის და ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა. მას ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ ის აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული თუ დაიჭერდნენ.
„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას… ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია“ – თინა ბოკუჩავა
ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
შემთხვევითი კი არაა ის ბინძური პიარკამპანია, რაც მიდიოდა აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ასჯერ კვდებოდა დღეში. რა განცხადებებს აკეთებდა უსირცხვილო, უნამუსო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი დასავლეთიდან. გვახსოვს ეს ყველაფერი. ბოდიში არ მოუხდია არავის. კარგად ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ვინ არიან, საიდან იმართებიან.
რა თქმა უნდა სააკაშვილმაც მარტომ კი არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას ეუბნებოდნენ, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, ის იქნებოდა დაცული, მთელი სპეცსამსახურები და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ამ საქმეში ჩართულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„მიხეილ სააკაშვილმა არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და ამის გამო ისჯება – ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს“ – გიული ალასანია
გიული ალასანიას განცხადებით, „ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი უკვირს“
ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.