ამერიკელი კონგრესმენის, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებებს თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, „საგარეო მიმართულებით ყველაფერი დალაგდება და ისე იქნება, როგორც საქართველოს ეკადრება.
„ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?“ – ჯო უილსონი
„საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება.
რაც შეეხება დამარცხებულ, გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ისინი არიან დამარცხებული, ჩვეულებრივი „ლუზერები“. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მინდა, ყველა დაგარწმუნოთ და ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე კეთილდღეობას იგრძნობს“, – თქვა კახა კალაძემ.