„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის რეგიონში გამგზავრებას ეხმაურება.
კახა კალაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილის „ვოიაჟებს“ და ქმედებებს არანაირი აზრი არ აქვს“.
„ამ ადამიანის „ვოიაჟებს“, რაღაც გადადგმულ ნაბიჯებს, არანაირი აზრი არ აქვს. ეს ადამიანი არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ოჯახს, საკუთარ ხალხს. მას ჰყავს პატრონი, რომელსაც მის მიმართ მოთხოვნები აქვს, იმიტომ, რომ მისი შვილები უზრუნველყვეს, სხვადასხვა მიმართულებით დაასაქმეს, ეს შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანს აქვს ვალდებულებები თავისი პატრონების მიმართ და მზად არის, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას, იქნება ეს ყველანაირი უბინძურესი ნაბიჯი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული თუ არა.
ყველაფრისთვის მზად არის, რომ ქვეყანა დააზიანოს, შელახოს ქვეყნის რეპუტაცია. ყველამ კარგად იცის ქვეყნის შიგნით, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი და მის ქმედებებს არანაირი აზრი არ აქვს. სადაც უნდა, იქ წავიდეს, ვისთანაც უნდა გამართოს შეხვედრები. ხალხმა ამ ადამიანს განაჩენი გამოუტანა და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყანას მტრობს და ვინც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – თქვა კახა კალაძემ.