LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: სამწუხაროა, რომ გვტოვებენ ის არაჩვეულებრივი ხელოვანები, რომელთა შემოქმედებაზე გავიზარდეთ

119
შალვა მორელი (2)

„სამწუხაროა, რომ გვტოვებენ ის არაჩვეულებრივი ხელოვანები, რომელთა შემოქმედებაზე გავიზარდეთ“ – ამ სიტვებით ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალებას.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კახა კალაძე თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

„ქართულ თეატრსა და კინოს გამოაკლდა გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ქეთევან კიკნაძე.

სამწუხაროა, რომ გვტოვებენ ის არაჩვეულებრივი ხელოვანები, რომელთა შემოქმედებაზეც გავიზარდეთ.

ვწუხვარ და თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – ნათქვამია კახა კალაძის სამძიმარში.

ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე დღეს გარდაიცვალა.

„დედასთვის ჯერ არ მითქვამს, ჯერ მე უნდა გამოვიტირო ძია გიგას და ქეთინო დეიდას გვერდზე გატარებული ჩემი უბედნიერესი ბავშვობა“ – რას ეძახდა ნოდარ დუმბაძე ქეთევან კიკნაძეს და როგორ ეხმიანება მსახიობის გარდაცვალებას მწერლის ქალიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები