„საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-თან ურთიერთობები დარეგულირდეს – უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება, ამას ჩვენს ქვეყანაზე მაშინვე დავინახავთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით საკუთარ დანაპირებს ბოლომდე შეასრულებს.
„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა „დიფ სთეითს“ და მისი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება.
ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით „გლობალურ ომის პარტიაზე“, მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე დავინახავთ.
ირაკლი ქადაგიშვილი: „შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული – გვაქვს მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს“
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და „ამას წინ არაფერი დაუდგება“.
რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის.
ჩვენ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ ის დაპირება, რაც გასცა „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“. – განაცხადა კახა კალაძემ.