LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „შეიძლება ვიღაც განაწყენებულია მთავრობაზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს – არ მინდა საზოგადოების დაყოფა“

154
კახა კალაძე

არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა – საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო. ყველასთვის კეთდება – მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ვიღაც განაწყენებულია მთავრობაზე, თუმცა „პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

„დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. იცით, რომ 2 დღის წინ ქალაქი საახალწლოდ განათდა. ყველა ილუმინაცია ჩართულია, აინთო საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ულამაზესია და ჯადოსნურად არის მორთული ჩვენი დედაქალაქი.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ საახალწლო სოფლის სახით, პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს რომ ფუნქციონირებდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც აპროტესტებს. არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ვიღაცას, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა თემაზე. მთავარია, ეს ყველაფერი გააპროტესტოთ მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში და არა ძალადობრივი გზით, რასაც ვხედავდით რამდენიმე დღის წინ.

„ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე, მოსკოვთან დაკავშირებას… მოდით, დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს“ – დებატები ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ და ევროდეპუტატების გზავნილები

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

„ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი“ – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებაზე

საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო, ეს ყველასთვის კეთდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება. შეიძლება ვიღაც განაწყენებულია, ნაწყენია მთავრობაზე, ჩვენზე. ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. უპირველესი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა.

ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვექნება“, – აღნიშნა კალაძემ.

„ეს პოსტი მხოლოდ ქოცებისთვის არის… ჯერ რუმინეთი, შემდეგ იტალია, შემდეგ ესპანეთი და აგერ დღეს დილიდან ტვიტერი სულ მატყუარას და დეზინფორმატორს რომ გეძახის, მგონი ძალიან, ძალიან ტეხავს“ – რას წერს თინა ხიდაშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g