LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე თბილისის გენგეგმის ჯგუფს შეხვდება

78

თბილისის ახალარჩეული მერი, კახა კალაძე, რამდენიმე დღეში თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტს, სპეციალისტებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის.

“ვიცი, რომ განხილვები მიმდინარეობს, არის შენიშვნები. ჩართულია ბევრი ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება. რამდენიმე დღეში ჩვენ დეტალურად გავივლით არსებულ დოკუმენტს, რომელიც იქნა ამ ჯგუფის მიერ მომზადებული,” –  განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ქალაქის საცობებისგან განმუხტვისა და „სითი პარკის“ თემაზეც ისაუბრა, მისი თქმით, საკითხის განხილვა ერთიან კონტექსტში მოხდება.

“ჯერ მუშაობა არ დაგვიწყია, უფლებამოსილება ჯერ არ გვაქვს. ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოგვეცემა ამის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ ზოგადად, პარკირების, საცობების თემების განხილვა ერთიან კონტექსტში მოხდება. საკმაოდ კომპლექსური მიდგომები იქნება საჭირო და, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, თუნდაც “სითი პარკთან” მიმართებაში, რა მიდგომა იქნება, ყველაფერი გახდება ცნობილი,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები