„იცით, რომ ტრამპის მთავარი საზრუნავი არის „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ, საქართველოში გამოწვეულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, „ის რაც მსოფლიოში ხდებოდა, ომები, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომი, ეს შემთხვევითი პროცესი არ არის“.
„მესმის, შევდივარ მათ მდგომარეობაში. ესენი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც პატრონები ჰყავთ, მათი პატრონები მძიმე მდგომარეობაში არიან. იცით, რომ ტრამპის მთავარი საზრუნავი არის „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა. ის რაც მსოფლიოში ხდებოდა, ომები, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომი, ეს შემთხვევითი პროცესი არ არის. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ქმედებები, რის შედეგადაც უკრაინა დაზიანდა.
კატასტროფული მდგომარეობაა, განადგურებულია სოფლები, დაკარგულია ტერიტორიები, კაცობრიობისთვის იმაზე მძიმე, რაც ომია, წარმოუდგენელია რა უნდა იყოს. საქართველოშიც არ სიამოვნებთ, მძიმე მდგომარეობაში არიან, მათი პატრონები მარცხდებიან. რადიკალიზმი ყველგან დამარცხდება სადაც არ უნდა იყოს. გინდ საქართველოში, გინდ მსოფლიოში“,- თქვა კახა კალაძემ.