„ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კახა კალაძის თქმით, „ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა“.
„დიდია მისი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა.
დღეს, როცა მსოფლიო მოწმე გახდა ლიბერალიზმის ნიღბით შეფუთული ფაშიზმის გამოაშკარავების, ხელისგულზე დაიდო ყველა პროცესი, თვალხილული გახდა საფრთხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ აარიდა ქვეყანას.
ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზაზე იყო უამრავი გამოწვევა, სანქციები, მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, ღირსეულად იარა ამ გზაზე, საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ თარიღს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
მამუკა მდინარაძე: „დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!“
ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია…
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025