LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“

110
კახა კალაძე

წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“ – ჩვენი საახალწლო სურვილი იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც საზოგადოება იმყოფება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით.

„წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“. ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილი იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც საზოგადოება იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით. მესმის, შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური, არ უნდა ძაბავდეს საზოგადოებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g