LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

collage

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს ქაშვეთის ტაძარში მიუსამძიმრა. კახა კალაძე ქაშვეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად მივიდა.

„ეს არის სულისშემძვრელი ტრაგედია, მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, მივუსამძიმრო ოჯახს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქაშვეთის ეკლესიასთან თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

ქაშვეთის ტაძარში დასვენებულია ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნათიას და-ნინო ციცვიძე.

ადგილზე შეკრებილი არიან გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილებს ხვალ დაკრძალავენ.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, სამი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g