LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ჟურნალისტს: „კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71% მიიღო – როგორც ვატყობ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე“

144
კახა კალაძე

„როგორც ვატყობ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. ბოლოს რა მესიჯებიც და რა ნარატივიც გაქვთ… 2017-ში მივიღე 204 ათასი ხმა, ახლა – 215 370 ხმა. ახლა დასხედით თქვენ და პირველი, მათემატიკაში მოემზადეთ და მერე, უფრო მეტი გააზრება გჭირდებათ ამ ყველაფერზე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კუპრაძე: პროევროპულად განწყობილი 70%-ის დარაზმვის შემთხვევაში, 20%-იანი კალაძის დამარცხება შესაძლებელი იყო

კუპრაძე: პროევროპულად განწყობილი 70%-ის დარაზმვის შემთხვევაში, 20%-იანი კალაძის დამარცხება შესაძლებელი იყო

კითხვაზე, „რა სიგნალი შეიძლება იყოს ის, რომ კალაძეს დედაქალაქის 20% უჭერს მხარს“ – კალაძემ თქვა, რომ „კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71% მიიღო“:

„როგორც ვატყობ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. ბოლოს რა მესიჯებიც და რა ნარატივიც გაქვთ… 2017-ში მივიღე 204 ათასი ხმა, ახლა – 215 370 ხმა. ახლა დასხედით თქვენ და პირველი, მათემატიკაში მოემზადეთ და მერე, უფრო მეტი გააზრება გჭირდებათ ამ ყველაფერზე. მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71% მიიღო, დანარჩენი ახლა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. პროცენტები, რაზეც თქვენ საუბრობთ.. საერთოდ არეულები ხართ.

არ გაქვთ ინფორმაცია, არ იცით, როგორ და რა ითვლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე, დაანებეთ თავი. ყოველთვის, ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო არჩევნებთან დაკავშირებით – არჩევნებამდე არსებულ სიტუაციაზე, არჩევნების დღეზეც და შემდეგ უკვე, არჩევნების შემდგომ მიღებულ შედეგებზე. გაიხსენეთ, ყველა არჩევნების წინ რა ხდებოდა, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და მის შემდგომ. ყოველთვის ერთი და იმავე მესიჯი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, ტყუილით, სიცრუით იყო გაჯერებული.

რაც შეეხება შედეგებს, ყველაფერი ცხადია, როგორ ტარდება არჩევნები, როგორი საარჩევნო გარემო იყო. აბსოლუტურად მშვიდი, აბსოლუტურად თანასწორი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ კანდიდატს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა მისი სარჩევნო კამპანია, მისი სათქმელი დედაქალაქის მოსახლეობისთვის მიეწოდებინა. ვიღაცებმა გამოიყენეს, ვიღაცებმა ნაკლებად, ვიღაცებს საერთოდ ხედვა არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ყველაფერი შედეგებზე აისახება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, 213 ათასმა ადამიანმა, ცოტა მეტმა, დაგვიჭირა მხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და ყველას ვპირდები, რომ ამ სიყვარულსა და მხარდაჭერას დავაბრუნებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g