მსახიობ ნანუკა გულუას მეუღლე, კახა კაშია ჟურნალ „თბილისელებს“ მამობის ბედნიერების შესახებ ესაუბრება. ის და ნანუკა ახლახან გოგონას მშობლები გახდნენ. ნანა კაშია ქვეყანას 29 აგვისტოს მოევლინა.
კახა კაშია:
„ნანუკა უბედნიერესი დედაა. შიში არ აქვს, თუმცა ემოციურია. მე რადგან გამოცდილება მაქვს, უფრო თამამი ვარ, ბავშვის ხელში აყვანა არ მიჭირს, ნანუკა უფრო ფრთხილობს. ახლაც მე ვაჭამე საჭმელი. რომ ვთქვა, სიამოვნებით გამოვუცვლი-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, გავაკეთებ…
37 წლის ასაკში გავხდი მამა და ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ექიმმა ნანუკას უთხრა, ექვსი თვე იქნებ არ დაორსულდეო, თუმცა მერე შემოვიდა და უთხრა, სამ თვეშიც შეიძლებაო. ძალიან გამიხარდა (იცინის). ნანუკა ამბობს, ცოტა ამომასუნთქეო, მაგრამ ღმერთი თუ მოგვცემს, წინააღმდეგი თვითონაც არ არის (იცინის). რაც დრო დავკარგე, ერთბაშად მინდა ავინაზღაურო (იცინის)“.
ნანუკა გულუას ქალიშვილის პირველი ფოტო მამასთან ერთად
კიდევ ერთი ოჯახური ფოტო – სოციალურ ქსელში ნანუკა გულუას ქალიშვილის ფოტო გავრცელდა