LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კინწურაშვილი: „ნაღალატევ რეალობაში გავიღვიძეთ, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და ის სიმართლე, რომელიც ხალხის უკან დგას, აუცილებლად გაიმარჯვებს, ეს თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის – მთავარი გადაწყვეტილება არჩევნებზე მოხდება“

182
კახა კინწურაშვილი

„ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ბოროტებაა ჩადენილი, რაც აუცილებლად გამოსწორდება. ამის იმედს მაძლევს ადამიანები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, ბოლო 2 თვის განმავლობაში, ჩემი თვალით ვიხილე – ეს ერთიანობა, ეს სიფხიზლე“, – ამ განცხადებით მსახიობი კახა კინწურაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ გამჭვირვალობის კანონის საბოლოოდ დამტკიცებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოახლოებული არჩევნებით ბევრი რამ შეიცვლება.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ქართველი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვებაში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც უკეთესი მომავლისთვის ბევრი რამ დაითმინა, მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის:

კახა კინწურაშვილი: „უფროს თაობასთან თხოვნა მექნება: არ გარიყონ ახალგაზრდები, მათ უნდა გაიარონ ეს ცხოვრება, ეტკინოთ, გაუხარდეთ, შექმნან რაღაცები – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი უმოქმედობით, ართანადგომით, შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს თქვენი შვილები, შვილიშვილები, ძალიან მალე, მხოლოდ „სკაიპით“ ნახოთ“

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მძიმე დღე იყო და დღესაც, არ ვიცი, როგორ ვთქვა, ნაღალატევ რეალობაში გავიღვიძეთ, მაქვს იმედი და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ის სიმართლე, რომელიც ამ ხალხის უკან დგას, აუცილებლად გაიმარჯვებს.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მთავარი გადაწყვეტილება, არჩევნებზე მოხდება. ზუსტად ვიცი, რომ არჩევნებით ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ არჩევნებამდე ბევრი რამეა გასაკეთებელი.

კახა კინწურაშვილი: „9 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთმა წამართვა ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და ქართველების ხელით ისინი მართმევენ ქვეყანას, არ დავთმობ!“

„9 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთმა წამართვა ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და ქართველების ხელით ისინი მართმევენ ქვეყანას, არ დავთმობ!“ – განაცხადა მსახიომა კახა კინწურაშვილმა, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ღამისთევისას შეუერთდა. მსახიობმა უფროს თაობას მოუწოდა, მათ შვილებს გვერდით დაუდგნენ და ევროპული მომავლისთვის ერთად იბრძოლონ. მისი თქმით, „ჩვენი მშობლები აფხაზეთიდან დამარცხებულები გამოვიდნენ და […]

კარდიოგრამასავითაა, ხან ადის, ხან ჩამოდის, ხან წვიმა იქნება, ხან მზე, მაგრამ მგონი ამას არავინ უნდა შეუშინდეს, პირიქით, არსებობს სიფხიზლე, სიმტკიცე და ეს არის გაუტეხელი.

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის, საქართველოს გამარჯვების, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია, რომლისთვისაც ძალიან ბევრმა ადამიანმა პირდაპირ სისხლი გაიღო, ძალიან ბევრმა ადამიანმა, უკეთესი მომავლისთვის ბევრი რამ დაითმინა და მგონია, რომ ეს თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის.“ – აღნიშნა კახა კინწურაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

„ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს…არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი, საით მიდის საქართველო“- ლანა ღოღობერიძე და კახა კინწურაშვილი სტუდენტებს შეხვდნენ

გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტოები

mazda magti 5g