LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კოჟორიძემ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

104

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დღეს მისი ბოლო სამუშაო დღეა.

„ორი კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას,“ – წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში და თავის პროფესიულ საქმიანობაში ყველას წარმატებას უსურვებს.

კოჟორიძე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად  2015 წლის 13 იანვარს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g