LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კოჟორიძე:”უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს ვაჭრობს”

76

“უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს არ ვაჭრობს,” – აღნიშნული კომენტარი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ გააკეთა. მისი განცხადებით,  პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები თუ კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართოს.

“უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს არ ვაჭრობს. ჩემთვის მართლაც გაუგებარი განცხადებაა აღნიშნული განცხადება. გაუგებარია პირველი იმიტომ, რომ კანდიდატები პრეზიდენტის მიერ არის უკვე დასახელებული, მეორე იმიტომ, რომ ამ კანდიდატთან დაკავშირებით საპარლამენტო საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია და მესამე და მთავარი – საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები თუ კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართოს. უზენაესის სასამართლო უნდა იყოს არბიტრი, შემფასებელი პოლიტიკისგან გვერდით მდგომი ინსტიტუტი და ის არ უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. ამიტომ კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის თუ კულუარული შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი,“- აღნიშნა კოჟორიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g