LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუხიანიძე: „შეიძლება, სახლში ვიყო და ვიგრძნო, რა მოხდება სრულიად სხვა ლოკაციაზე…“

145
page

მომღერალი კახა კუხიანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს თავისი გამახვილებული ინტუიციის შესახებ და ამბობს, რომ ბევრ რამეს წინასწარ გრძნობს.

– თქვენთვის ყველაზე დიდ შიშთან რა ასოცირდება?

– იმდენად განვითარებული ინტუიცია მაქვს, მეშინია რამე ცუდი არ ვიგრძნო წინასწარ. რასაც ვგრძნობ, ის უტყუარია. შეიძლება, სახლში ვიყო და ვიგრძნო რა მოხდება სრულიად სხვა ლოკაციაზე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ ძალიან მაღალ ხარისხში მაქვს განვითარებული. ამიტომაც მეშინია, ძალიან ცუდი ინფორმაცია არ მივიღო წინასწარ. როცა იცი, რაღაც ცუდი მოხდება და შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, ეს ძალიან მძიმე განცდაა. იმავდროულად, ეს თვისება კარგიცააა. პირდაპირ ვიტყვი, მგონია ხოლმე, რომ თვალებში სკანერი მაქვს. ნაკლებად ვტყუვდები, ძალიან კარგი წინასწარი განჭვრეტის უნარი მაქვს და ეს მეხმარება, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვა. რა თქმა უნდა, უშეცდომო არ ვარ, მაგრამ ძალიან მეხმარება, რომ სწორი მიმართულებით წავიყვანო ჩემი ცხოვრება. მაგალითად, რთული პერიოდი რომ მიახლოვდება, ვგრძნობ, კონკრეტულად რა სირთულესთან მომიწევს ბრძოლა და წინასწარ ვიწყებ საპრევენციო ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ, ეს უნარი, ერთი შეხედვით, რადენადაც მაშინებს, იმდენად მეხმარება კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g