LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუხიანიძემ ახალი კლიპი კიშინიოვში გადაიღო

53

მომღერალი კახა კუხიანიძე კიშიონიოვში, საპროდიუსერო კომპანიამ ახალი კლიპის გადასაღებად მიიწვია. ვიდეორგოლის გადაღება და მონტაჟი დასრულებულია, კლიპის ხილვის შესაძლებლობა ერთ კვირაში გვექნება.

კახა კუხიანიძე:

მიწვეული გახლდით მოლდავეთში,  კიშინიოვში, „Moldstar Production“-მა ვიდეორგოლი გადამიღო. მათ გაუკეთეს ორგანიზება ყველა დეტალს. პროდაქშენის მთავარი კლიპმეიკერი გახლავთ ივა ევიჩი, რომელსაც უამრავ უცხოელ ვარსკვლავთან უმუშავია ამ მხრივ. მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, გადავწყვიტე, მისთვის მიმენდო ახალი კლიპის გადაღება. ვიდეორგოლის იდეაზე, სცენარზე და რეჟისურაზე მან იმუშავა, დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი მუშაობის გაგრძელება, ჩემს ახალ ალბომსა და სიმღერებს ვგულისხმობ.

კლიპში ჩემი მუზა და პარტნიორია ელექტროჰაუსის და პოპ დენსის ცნობილი შემსრულებელი, პოპულარული მომღერალი Elliz. სიმღერისა და არანჟირების ავტორი გახლავთ ალეკო ბერძენიშვილი, ტექსტის ავტორი – მარიამ პავლიაშვილი. სახელწოდებაა – „აღარ მინდა“. ჩავწერე „ბრავო რექორდსში“.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კლიპსა და სიმღერაზე იმუშავა. ჩემი ვიდეორგოლი „ამ გულს“ ერთი თვის წინ გამოვიდა, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი ახალი კლიპის გადაღება შევძელი. არ გავჩერდები და მსმენელს კიდევ უამრავი სიახლით გავანებივრებ. ყველა შემოქმედ ადამიანს მინდა ვუსურვო წინსვლა (იღიმის) .

P.S.  შეგიძლიათ იხილოთ კლიპის თიზერი და ასევე გადაღებების პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელიც მომღერალმა მოგვაწოდა.

65f1daf5-a977-4cec-ac24-3aa94a32c421

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები